"გადაწყვეტილება მივიღეთ!" - გლდანის რაიონის მცხოვრებლებისთვის კახა კალაძემ სიახლე დააანონსა
გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადას, მერიის ინფორმაციით, თავშესაფრის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.