რა თქვა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე? - "მინდა, გავიხსენო მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, გავიდა სამი თვე... ეკონომიკის 2%-იანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველევი, გვაქვს 9.3%-იანი ზრდა"
გახსოვთ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ, ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისკენ წავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, გავიხსენო მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ სამ თვეში, დოლართან მიმართებით კურსი იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში. გავიდა სამი თვე, ცოტა მეტიც და 2.75-ის ფარგლებშია ლარის კურსი. ეკონომიკის 2%-იანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველევი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც უკვე ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია 6% და მეტი. ასეთი იყო პროგნოზი. საუბარი იყო, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შესრულდა“, – აღნიშნა კობახიძემ.