"ეჭვი მქონდა, დღეს შევედი და ასეთი სურათი დამხვდა" - რა ნახა მოვაჭრემ ე. წ. ვაგზლის ბაზრობაზე, საკუთარ მაღაზიაში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა
ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ მათი ნაწარმი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, მოიპარეს.
დაზარალებულების განცხადებით, მათ იქ ფეხსაცმლის ხელუხლებელი ყუთები დახვდათ, რომლებიც ცარიელია.