loader

რას ამბობს მირანდა ბაღათურია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს მირანდა ბაღათურია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული-მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა.

წყარო/ვიდეო:"Tv პირველი"