loader

განიხილება თუ არა პარტიის თავმჯდომარეობაზე კახა კალაძის კანდიდატურა? - რას აცხადებს თბილისის მერი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განიხილება თუ არა პარტიის თავმჯდომარეობაზე კახა კალაძის კანდიდატურა? - რას აცხადებს თბილისის მერი?

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენთან არ მიიღება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ვინც იქნება, მხარს დავუჭერთ - თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დასახელდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოზიციაზე.

„პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენთან არ მიიღება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ვინც იქნება, მხარს დავუჭერთ.

პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც.

თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.