ლევან ვასაძე ბაბუა გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს თათა ვასაძე სამშობიაროდან?
თათა ვასაძემ იმშობიარა. ნინა ზედგენიძე 30 აპრილს დაიბადა.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილმა და ბათა ზედგინიძემ ჯვარი სექტემბერში დაიწერეს. ნინა ლევან ვასაძის პირველი შვილიშვილია.თათა ვასაძის რჩეული ბათა ზედგინიძეა. გოგონას რჩეულმა ხელი ესპანეთში, ერთ-ერთ კლუბში სთხოვა.
თათა ვასაძე, ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა.