14 წლის გიორგი უიშვიათეს და მძიმე დაავადებას ებრძვის - "7 წლის ასაკამდე ჰქონდა დაუდგენელი, პათოლოგიის რაღაცები, ექიმები ვერ ადგენდნენ რა სჭირდა"
14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს, იშვიათი და მძიმე დაავადება - ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება 7 წლის ასაკში დაუდგინდა. ეს მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლას ვეღარ ახერხებს, მის ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახა.
ბოლო ორი თვეა, გიორგი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით ჯერ თბილისში ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ოჯახმა ბავშვი თურქეთში გადაიყვანა. გიორგი ამჟამად სტამბოლის კლინიკა "მემორიალში“ გადის მკურნალობას.
გიორგის დედას, ელენე შავთავალაძეს სტამბოლში დავუკავშირდით. ბავშვი ახლა მკურნალობას გადის, მაგრამ ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რომ 14 წლის ბიჭი გამოჯანმრთელებული დაბრუნდეს საქართველოში.
გიორგის დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, ჩარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:
GE14BG0000000525255073 (მიმღები გვანცა შავთვალაძე, ბავშვის დეიდა)
GE95TB7907245061600020 (მიმღები გვანცა შავთვალაძე, ბავშვის დეიდა)
Paypal - Gvantsa Shavtvaladze