"არ გრცხვენიათ?" - რა ხდება ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან: კადრები ადგილიდან
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების აქცია მიმდინარეობს.
მშობლებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.
მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.
აქციაზე მყოფმა მშობლებმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესასვლელთან, სადაც მოსამართლეების შედიან, ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისმის შეძახილები: „არ გრცხვენიათ?“, „მონა, მონა“.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
ვიდეო: ნანუკა ჟორჟლიანი