loader

"ჩამოწიე ფანჯარა!" - იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა მოსამართლეებმა ხმაურის ფონზე დატოვეს: კონფერენცია აქციის პარალელურად წარიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოწიე ფანჯარა!" - იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა მოსამართლეებმა ხმაურის ფონზე დატოვეს: კონფერენცია აქციის პარალელურად წარიმართა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია, გარეთ ხმაურის პარალელურად წარიმართა. შენობასთან შეკრებილები იყვნენ და აქცია გამართეს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა.

კონფერენციის დასრულების შემდგომ მოსამართლეთა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვეს. ადგილზე მყოფები სკანდირებდნენ „მონებო, მონებო“.

ასევე, აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.

მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.

ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანი