"ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული 22 წლის ახალგაზრდას ვინაობა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის გიორგი ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.
ის ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მანქანაში მისი 10 წლის ძმაც იმყოფებოდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.