ნუცუბიძის პლატოზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა - კადრები ადგილიდან
ნუცუბიძის IV პლატოზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას და ფოტოებს ადგილიდან სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
"თბილისი - ნუცუბიძის ფერდობი IV მკ/რნ, სავარაუდოდ, წვიმის შედეგად მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიდეო: "მთავარი არხი"