თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა -ადგილზე მაშველები მუშაობენ
თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.