ვრცელდება ფარულად გადაღებული კადრები - როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს ნარკორეალიზატორები?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.