რას ამბობს გარდაცვლილი პატიმრის ძმა? - "მაგათ თუ ჰგონიათ, რომ რადგან ჩუმად ვიყავი, ბოლომდე გავჩუმდები..."
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" 30 იანვარს დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. პატიმარი კლინიკაში შეყვანის დღიდან აპარატზე იყო შეერთებული.
"კერძო დასკვნა მაქვს აღებული, სადაც ყველაფერი წერია - ერთი დაცემით, შეუძლებელია, ამ ტრავმების მიღება. ჩემს ძმას, არ ჰქონია რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები, ეს გამორიცხულია.
ამასთან, ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჩემი სახელით შეიტანა განცხადება (სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში), რას ნიშნავს ოჯახი არ ასაჩივრებდაო?!"- აცხადებს გარდაცვლილის ძმა "TV პირველთან".