"შაურმის დანა აიღო და ყელში შეურჭო" - თვითმხილველი სადგურის მოედანზე მომხდარ მკვლელობაზე
სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს სამი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა შუა ხნის მამაკაცს ყელის არეში დაზიანება მიაყენა.
„სამი კაცი იყო. აიღო შაურმის დანა და აქ [ყელთან] შეურჭო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.
თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.