loader

"ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს" - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს" - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"კიდევ ერთი უსახლკარო, შშმ პირი მოხუცი გარდაიცვალა ქუჩაში. ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. სისხლიანი იყო სულ,მიშო ეხმარებოდა, ეტლში ჩასვა და სამჯერ გამოიძახა სასწრაფო. არცერთმა ბრიგადამ არ წაიყვანა და საღამოს გარდაიცვალა.სამი დღით ვიყავი წასული, რასაც თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს და დღეს რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ ცოცხალი აღარაა. გასასკდომი გულიც აღარ მაქვს.

ამ წამიდან ვაყალიბებთ ჯგუფს, რომელიც ყველანაირი ხერხით ეცდება, რომ ქუჩაში აღარავინ გარდაიცვალოს.რომ არავის არ ეძინოს ქუჩაში. შემოგვიერთდით, მეტი არავინ არის, ვინც ამათზე ზრუნავს. მარტო მე და ირაკლი კიდევ, რომ გავიხეთ, ყველგან მისვლას მაინც ვერ ვასწრებთ. გადავერთვებით, მხოლოდ ამ საქმეზე და მნიშვნელობა არ აქვს შეგვიძლია თუ არა, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მომწერეთ აქ -558181218.

ქალაქის ნებისმიერ ადგილას, სადაც შეამჩნევთ, რომ ღამით სძინავს ვინმეს, ან ცუდადაა და სასწრაფოს არ მიჰყავს, ამ პოსტის ქვეშ ჩააგდეთ ფოტო, ან დამირეკეთ და მომწერეთ ტელეფონზე -558181218.

დამიკავშირდით, ვისაც შეგიძლიათ ავადმყოფის მოვლა ქუჩაში, დროგამოშვებით მისვლა და საჭმელის და წამლების მიტანა. ყველაფერს, რას დაგჭირდებათ მე გაგატანთ.

მივმართავ კომპანიებს, რომლებსაც ნახევარი ქალაქის ტერიტორია აქვთ აღებული. სულ 7 კვადრატული მიწა გვჭირდება, რომ კონტეინერი დავუდგათ, სადაც უბრალოდ დაიძინებენ. რაღაცნაირად, ეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა დავამთავროთ ქალაქში. თქვენ თვითონ არ გაწუხებთ ქუჩაში მომაკვდავი ავადმყოფები?

გაგვიზიარეთ ეს პოსტი და დაგვეხმარეთ ყველა, ვინც რითი შეძლებთ, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება. არავინ არ უნდა გამოგვრჩეს, ვისაც გარეთ სძინავს.ფულს ვაგროვებთ კონტეინერებისთვის, მათი საჭმელისთვის, წამლებისთვის, კლინიკაში გადაყვანისთვის და ადგილზე დასაძინებელის მოწყობისთვის.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი #GE90TB7603845061100016 PayPal - Sinjikashvili@gmail.com უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili.

მართლა მოგვეხმარეთ ყველა რა, თითქმის ყველას ვიცნობთ და ყველაფერს მე აგიხსნით ყველაზე, ვის რა მიუტანოთ, ვინ როგორი ადამიანია და ვის როგორ მოეპყროთ.ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და ეს უზარმაზარი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება," - წერს აკა სინჯიკაშვილი.