ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა - ერთ-ერთი ვერსიით ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა
ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.