loader

"ბაღში მიყვანისთანავე აუწია ტემპერატურამ, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც, საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო" - ახალციხის ტრაგედიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბაღში მიყვანისთანავე აუწია ტემპერატურამ, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც, საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო" - ახალციხის ტრაგედიის ახალი დეტალები

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახალ­ცი­ხე­ში, სა­დაც კერ­ძო ბაგა-ბაღ­ში ორი წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს ეძი­ნა, რო­დე­საც აღ­მზრდელ­მა და­ხე­და და გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

- მოხ­და ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, რისი გად­მო­ცე­მა სი­ტყვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ორი წლის ბავ­შვის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა არის უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი. რომ იტყვი­ან, ყვე­ლა გულ­გა­პო­ბი­ლე­ბი ვართ, ვინც ამ ბავ­შვის მშობ­ლებს ან ამ ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდე­ლებს თუნ­დაც შო­რი­დან იც­ნობს. ასეთ ტრა­გე­დი­ა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან მძი­მეა.

იმე­დია ამ ტრა­გე­დი­ა­ში წი­ნას­წარ არა­ვის და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ ბაგა-ბაღი თით­ქმის 10 წე­ლი­წა­დია მუ­შა­ობს ახალ­ცი­ხე­ში და ამ­დენ ხანს ვერ იმუ­შა­ვებ­და, გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი აღ­მზრდე­ლე­ბი რომ ჰყავ­დეს.

ერთხანს ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვიც კი დაჰ­ყავ­დათ ამ ბაგა-ბაღ­ში. ცხა­დია, არ მი­იყ­ვან­დნენ, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის რა­ი­მე ნი­უ­ან­სი რომ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად