"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა... დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ, ძალიან დამაკლდები" - თამარ ივერის ცნობით, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა
დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საოპერო მომღერალი თამარ ივერი ავრცელებს.
"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ.
ჩემი პირველი, წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის "ოტელო"-ში პაატა ბურჭულაძის "ბრავო"-ს ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა.
მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია, გარეგნული და შინაგანი სილამაზე, არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.
ძალიან დამაკლდები მაესტრო ვერც ვიჯერებ, რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო. მუდამ განსაკუთრებული სითბოთი მემახსოვრებით. გენიოსი მამის ღირსეული შვილი. ნათელში იყოს თქვენი სული" - წერს თამარ ივერი.