ოზურგეთის უნივერმაღის დირექტორს თავს ცულით დაესხნენ
ოზურგეთის უნივერმაღის დირექტორს თავს დაესხნენ - "პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის ცენტრში მოხდა.
"ტვ პირველის" ცნობით, თავდამსხმელი უნივერმაღის ერთ-ერთი მეწილეა და მას დიდი ხანია დავა ჰქონდა დაზარალებულ ოლეგ გობრონიძესთან.
ირკვევა, რომ მამაკაცი, გობრონიძეს სამსახურის წინ ცულით თავს დაესხა რა დროსაც დაზარალებულმა მცირე დაზიანებები მიიღო.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.