"ალიგატორებით ვიყავით გარშემორტყმულნი" - კადრები ამაზონის ჯუნგლებიდან, სადაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხუთი ადამიანი ჭაობში ჩავარდა
ამაზონის ჯუნგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩავარდა - ის ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს.
ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი გადაარჩინეს - სამი ქალი, ერთი ბავშვი და 29 წლის პილოტი.
პილოტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ძრავის გაუმართაობის გამო მდინარე იტანომასთან ახლოს საგანგებო დაშვება განახორციელა.
"ალიგატორებით ვიყავით გარშემორტყმულნი, რომლებიც ჩვენგან სამი მეტრის რადიუსში იყვნენ. თვითმფრინავიდან ბენზინის გაჟონვამ მტა ცებლები შეაჩერა" - განაცხადა პილოტმა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, წყალში ანაკონდაც დაინახეს.