"არაფერი აწუხებდა ბავშვს... ბაღში ხალისიანად წავიდა" - რას ამბობენ ახალციხეში, სადაც გუშინ კერძო საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.
ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.