ნათია ფანჯიკიძე დათა თავაძის სპექტაკლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლის (LIBERTÉ - "თავისუფლება") გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სახალისო პოსტს ავრცელებს.
"რა მაგის პასუხია და მუზეუმები და გალერეები არ მინდა გამოგრჩეთ, მისაკეტია ყველა, სულ ტიტველა ქალები და ტიტველა კაცებია კედლებზე გამოკრული.
მეტიც, ზოგ-ზოგიერთი გენიოსად შერაცხული კადნიერის ნამუშევრებში საღვთო სცენებშიც კი უჩანთ წმინდანთა ფიგურებს კანი, თვით ანგელოზებსაც ფრთებიც კი ვერ უფარავთ სიშიშვლეს.
პოსტის აღქმის ინსტრუქცია: ვხუმრობ." - წერს ნათია ფანჯიკიძე.