აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს და ასახელებს ადგილებს, რომლებიც არ უნდა მოინახულონ
აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“გთხოვთ, იცოდეთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისი სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:
“ისთ ფოით” სავაჭრო ცენტრში - ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში - შუთა რუსთაველის გამზირი 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] - დავით აღმაშენებლის გამზირი 16…
დამატებით ინფორმაცია მიღებისთანავე შეგატყობინებთ , ” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.