"უბედურება ტრიალებს ეს ორი კვირაა ქალაქში" - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მიმართავს და აფრთხილებს
ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს:
"კიდევ ერთხელ დავწერ. მემგონი საჭიროა და პატარა ეს ქალაქი და ყველამ ყველაფერი იცის, მარა როგორც ყოველთვის მალავს ყველა, რომ უბედურება ტრიალებს ეს ორი კვირაა ქალაქში. ბოლო დღეებში არაერთმა კლინიკამ დამირეკა და მითხრა რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რიცხვი საკმაოდ მაღალია. ანუ დიდი ეჭვია რომ იყოს ფენტანილის ზედოზირების შემთხვევებია , . ფენტანილი არის ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს სიკვდილს.
კიდე ერთხელ დავწერ რას ვაკეთებთ ფენტანილის ზედოზირების დროს?
1. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)– ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
2. ნალოქსონის გამოყენება (Naloxone/Narcan)– შეიყვანეთ ნალოქსონი– ფენტანილის შემთხვევაში შეიძლება მეტი დოზა იყოს საჭირო.
3. ძირითადი სასიცოცხლო მხარდაჭერა– CPR ან ხელოვნური სუნთქვა, თუ პაციენტი არ სუნთქავს ან არ აქვს პულსი.– არ დააყოვნოთ, თუნდაც ნალოქსონის გამოყენების შემდეგ.
4. გადაყვანა ჰოსპიტალში – ინტენსიური მეთვალყურეობა სავალდებულოა, რადგან ნალოქსონის მოქმედება დროებითია და ფენტანილის მოქმედება შეიძლება განახლდეს.
საჭიროა სახელმწიფომ გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები: • ნაზალური ნალოქსონის (ნალტრექსონის) რეგისტრაცია და იმპორტი საქართველოში • მისი ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. გაითვილისწინეთ ნუ მიატოვეთ ადამინს მარტო თუ გაქვთ ეჭვი რომ მან მიიღო ნარკოტიკი," - წერს სიხარულიძე.