loader

"ძიძამ დაგვირეკა და გვითხრა; რომ მამა 9 თვის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა" - იურისტის სკანდალური განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძიძამ დაგვირეკა და გვითხრა; რომ მამა 9 თვის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა" - იურისტის სკანდალური განცხადება

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშების ბიოლოგიური მშობლები ჩინელები არიან. არ ვიცით, სად მიჰყვათ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები. ხომ არ ხდებიან ისინი ორგანოებით ვაჭრობის, ტრაფიკინგის მსხვერპლი - ამის შესახებ "რადიო პალიტრის" გადაცემაში, "თქვენი დრო", იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა.

იურისტის თქმით, ამ ბავშვების ბედით სახელმწიფო არ ინტერესდება.

"საფარში" შემოვიდა ზარი... ძიძამ, რომელიც სუროგაციის გზით გაჩენილ 9 თვის ბავშვს უვლიდა, განაცხადა, რომ ჩინელი მამა 9 თვის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა. გამოძიება დაწყებულია, შესაძლებელია, ეს არ იყოს ერთადერთი ფაქტი," - განაცხადა იურისტმა.