კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს - სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა
ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს.
ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.