loader

კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

78 წლის ასაკში, პოეტი ენვერ ნიჟარაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას პარლამენტის ბიბლიოთეკის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სამწუხაროდ გვტოვებენ ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულნი ვიყავით და ვართ იმ დიდი, ეპოქალური მოვლენებით, რამაც ახალ, დამოუკიდებელ საქართველოს ჩაუყარა საფუძველი.

რამდენიმე დღის წინ ბერლინში გარდაიცვალა ენვერ ნიჟარაძე, პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, ავტორი პოეტური კრებულებისა და უაღრესად საინტერესო წიგნებისა;

(მაგალითად, გრ. რობაქიძეზე და ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე) მწერალთა კავშირის მდივანი მუხრან მაჭავარიანის თავმჯდომარეობისას, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ვიცეპრემიერი.

1992-1993 წლების მრისხანე ვანდეას შემდეგ მან აირჩია როგორც შინაგანი, ისე პირდაპირი ემიგრაცია და განრიდება ბერლინში, დააახლოებით ისე, როგორც ნოდარ წულეისკირმა სოფელ წერაქვში.დაგვამახსოვრდა უაღრესად ქართული სულით და მართალი სიტყვით, ვინც უმძიმეს წლებში, ყოველ დღე მოკითხვას აბარებდა "საქართველოდან გროზნოსაკენ მიმავალ ღრუბელს." (მისივე ლექსიდან)

ვაბრალებთ მონღოლს,ვაბრალებთ ხაზარს,ვაბრალებთ თურქეთს,ვაბრალებთ ირანს.ვაბრალებთ ჩეჩენს,ვაბრალებთ კაზაკს,ვაბრალებთ რუსეთსშარაგზის ფირალს.

ვაბრალებთ მრუდეგანგების ისარს,რომ გაგვიხლიჩაცა, უნაპრალო,დაქცევას ჩვენსასვაბრალებთ ვის აროღონდაც ჩვენ თავსარ დავაბრალოთ.(ენვერ ნიჟარაძე)

მსუბუქი ყოფილიყოს ბატონი ენვერის ნეშტისთვის ქართული მიწა. მისი სული კი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა თავისი მარადიულ სასუფეველში“, – წერს გამსახურდია.