"ცხვირის ოპერაციის დროს, მარიამს გული გაუჩერდა და კომაშია" - 19 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება
"საბედისწერო აღმოჩნდა ცხვირის ოპერაცია 19 წლის მარისთვის..სიცოცხლე ძალიან ძვირად შეუფასეს თურქეთის კლინიკაში, მაგრამ ერთადერთი შანსი ეს დარჩა...
2024 წლის 16 სექტემბერს ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში ჩატარდა ჯერ კიდევ 19 წლის მარი ანანიძის გეგმიური ცხვირის ოპერაცია. ოპერაციის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მარის გაუჩერდა გული, რის შედეგადაც ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და მიიღო დიდი დაზიანება.
მარი 16 სექტემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში
ამ ეტაპისთვის კლინიკა არ იღებს პასუხისმგებლობას გოგონას მკურნალობის გაგრძელებაზე, ვინაიდან დავალიანება აქვს ოჯახს დასაფარი...
გთხოვთ დაგვეხმაროთ... გადავარჩინოთ...
დანიშნულებაში მიუთითეთ: #მარისთვის
თიბისი ბანკი: #GE52TB7174136585100001
საქ.ბანკი: #GE78BG0000000162427846
საქველმოქმედო ზარი:0️⃣9️⃣0️⃣1️⃣7️⃣0️⃣0️⃣4️⃣8️⃣3️⃣
გთხოვთ, თანხის გადარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ ბენეფიციარის სახელი" - ნათქვამია georgian_charities-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.