loader

უბედური შემთხვევა მარნეულში - საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა - ერთი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა მარნეულში - საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა - ერთი გარდაიცვალა

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას თხრილში ორი მამაკაცი ჩავარდა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა, მეორე პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებული მუშა იყო.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.