"ვაიმე, რა ვქნათ? წაგვიღო!" - ვრცელდება ახალი კადრები ბათუმიდან
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად, პრობლემები შეიქმნა. ცალკეულ ქუჩებსა და პარკებში ხეები დაზიანდა. ძლიერი ქარის გამო, ქალაქის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა. უამინდობის გამო, სტაბული-ბათუმის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.
ვიდეო: "ბათუმელები"