loader

“ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი… პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში“ - ნანა ლორთქიფანიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი… პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში“ - ნანა ლორთქიფანიძე

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, რომ­ლის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არ არის უცხო, ამ­ჯე­რად კი, რო­გორც ამ­ბობს, ცი­ლის­წა­მე­ბის სა­მიზ­ნე. მის­თვის, რო­გორც დე­დის­თვის და ბე­ბი­ის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია მის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის თქმით, მიზ­ნად ისა­ხავს მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში, ნანა ამ­ბობს, რომ მას და მის ორ­სულ ქა­ლიშ­ვილს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ემუქ­რე­ბი­ან და აპი­რებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს.

"ბოლო დროს ძა­ლი­ან გახ­შირ­და და რა­ღაც სეგ­მენ­ტში ტრენ­დუ­ლიც კი გახ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის ტყუ­ი­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის აგო­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერ­პლი ამ­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის. ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვაკ­ვირ­დე­ბი­ან და გვი­ყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა ის, რომ პირ­და­პირ და ხე­ლა­ღე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი.

თით­ქოს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სხვა სა­ხელს და გვარს ვარ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ეს კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­წვავ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო დღე­ებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­დღეგ­რძე­ლე­ბენ და ხუმ­რო­ბით იმ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თა­ვენ, გა­გი­მარ­ჯო­სო - მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გეთ რა­საც მაბ­რა­ლებ­დნენ.

ჯერ მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნი­და, ამა­ზე ვხუმ­რობ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი და და­ბა­დე­ბის დღე­საც კი მი­ლო­ცავ­დნენ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თან მი­ი­ღო ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე და და­ი­წყეს უკვე სტა­ტუ­სე­ბის წერა, პირ­და­პირ ხე­ლის და­დე­ბა, რომ თით­ქოს ასი პრო­ცენ­ტით იცი­ან, რომ ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი, ეს ბრალ­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­მარ­ტო სტა­ტუ­სებ­შია, კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ, კი, კი, უკვე დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ნა­ნაა.

პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, რომ თით­ქოს, მე ვარ ეს ადა­მი­ა­ნი და გვა­ყე­ნე­ბენ სა­ში­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას და რაც მთა­ვა­რია, ეს წე­რი­ლე­ბი არის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლიც. აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჩემს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მა­მი­დას, წყევ­ლა-კრულ­ვა­საც არ იშუ­რე­ბენ, სხვა­თა შო­რის.განაგრძეთ კითხვა...