loader

"არავინ გამოხტეს ახლა ძაღლების უფლება დამცველი, გლდანში 5 ძაღლი დაედევნა ბავშვებს და 10 წლის ბიჭს სამმა ძაღლმა უკბინა, გამოაგლიჯა ხორცები” - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს მოქალაქე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არავინ გამოხტეს ახლა ძაღლების უფლება დამცველი, გლდანში 5 ძაღლი დაედევნა ბავშვებს და 10 წლის ბიჭს სამმა ძაღლმა უკბინა, გამოაგლიჯა ხორცები” - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს მოქალაქე?

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ გლდანში, ხუთმა მიუსაფარმა ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა. მოქალაქე ამსახველ ფოტო მასალაც ურთავს:

"არავინ გამოხტეს ახლა ძაღლების უფლება დამცველი, გლდანის ა-მკ-ში, დიდ სკვერში 5 ძაღლი დაედევნა ბავშვებს და აი 10 წლის ბიჭს სამმა ძაღლმა უკბინა, გამოაგლიჯა ხორცები. ასეთი ნაკბენები ქონდა კიდევ ორი საჯდომზეც. საკუთარი თვალით ვუყურებდი. ბავშვებიანად ვიყავი სკვერში, თავისთვის გაიარეს ბავშვებმა,წამოხტა 5 ძაღლი და დაედევნა ბავშვებს და შედეგიც ასეთია. 2 ძაღლის ფოტო ესაა. რომ არა ეს ბატონი ალბათ ბოლომდე დაგლეჯდნენ ამ ბავშვს. ეს ბატონი წამოხტა და გაიქცა ბავშვებისკენ რომ ძაღლები გაეგდო. შესაბამისი ზომები თუარ მიიღეს ასე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ყოველ ნაბიჯზე უპატრონო ძაღლებია. დავრეკე შესაბამის სამსახურში, მაგრამ ჯერაც არავინ მოსულა!!! ამ ქალაქში როდის უნდა მოგვარდეს ეს პრობლემაააა!!!" - წერს მოქალაქე.