"თავს დაესხა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს" - ნოდარ მელაძე
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც მელაძე სოციალურ ქსელში წერს, შინჯიკაშვილმა მაკასარაშვილს ასევე, მობილური ტელეფონი წაართვა და სატელევიზიო კამერა გაიტაცა.
„სრული განუკითხაობა ქვეყანაში!
თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა „ტვ პირველის“ სატელევიზიო კამერა.
პოლიცია დანაშაულის ადგილზე ჯერ არ მისულა,“ - წერს მელაძე.