"ღარიბაშვილმა ვენაში ჩააკითხა და შესთავაზა საპროცესო გარიგება... მაშინ რომ ეთანამშრომლა, დღეს ირაკლი კოდუა, იქნებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ვრცელ, გულახდილ ინტერვიუში ვიკა ბუკიას გადაცემაში "ფილტრის გარეშე" მრავალ აქტუალურ თემაზე ისაუბრა, თუმცა დასაწყისში ყურადღება დაეთმო წარსულის იმ "შლეიფს", რომელიც ტელეწამყვანს ყოფილი მეუღლის, ერეკლე კოდუას გამო გასდევს.
ინტერვიუს ამ ნაწილში საუბრობს საკუთარ განცდებზე. ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან მის მიმართ არსებობს ორმაგი სტანდარტი და პასუხისმგებლობას სთხოვენ, როგორც ყოფილი მეუღლის წარსულზე, ასევე მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე.