დატბორილი სახლები და დაზიანებული ნაკვეთები - სეტყვამ სოფელი მატანი დააზარალა
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დააზარალა.
დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
ადგილობრივების თქმით, უამინდობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
ძირითადად დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის შედეგად კი სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე სახლი დატბორა.
ვითარებას გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური.
მისი განმარტებით, ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.