"რატის ბარში" მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მკვლელობა რატის ბარში - ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მომხდარის შესახებ განმარტებებს აკეთებს. ადმინისტრაცია წერს, რომ დაპირისპირება ორ სტუმარს შორის მოხდა და ბარის არცერთი თანამშრომელი ამ პროცესში გარეული არ არის.
"პირველ რიგში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გამძლეობას ვუსურვებთ ამ რთულ პერიოდში.
დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარ მხარეს შორის და არანაირ შუაში არ არის რატის ბარის არცერთი თანამშრომელი. მომუშავე პერსონალი მომხდარ დღეს დაიკითხა შსს-ს მიერ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილისთვის რთულია, გაარკვიოს რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი ბარის მიმართ დეზინფორმაციის. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს,რაც სოციალურ ქსელში იწერება. გთხოვთ, თავი შეიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს საზარელი შემთხვევა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ტრავმაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, - ნათქვამია განცxადებაში.
ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში 11 მაისს, გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი "რატის ბარში" გამოჭრეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე შსს-მ ორი პირი დააკავა.