"ძირს ვეგდე, მეგის ქარდავამ სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, ამელოკა" - რას ჰყვება გიორგი ხოჭავა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?
"19 წლის ვიყავი. საღამო იყო, რაღაც საქმეები მქონდა და ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით გასავლელი მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ და ჩამსვეს მანქანაში", - ამის შესახებ გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.