loader

"ბიჭ­მა გვერ­დით გავ­ლი­სას უბ­რა­ლოდ მხა­რი გა­არ­ტყა, ამ მი­ზე­ზით მო­კი­და მას ხელი, შე­იყ­ვა­ნა ამ ბა­რის უკა­ნა სივ­რცე­ში და ხელ­თარ­სე­ბუ­ლი და­ნით სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი - და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, დაჭ­რი­ლი მი­ა­ტო­ვა იქვე" - რას ყვება "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიჭ­მა გვერ­დით გავ­ლი­სას უბ­რა­ლოდ მხა­რი გა­არ­ტყა, ამ მი­ზე­ზით მო­კი­და მას ხელი, შე­იყ­ვა­ნა ამ ბა­რის უკა­ნა სივ­რცე­ში და ხელ­თარ­სე­ბუ­ლი და­ნით სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი - და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, დაჭ­რი­ლი მი­ა­ტო­ვა იქვე" - რას ყვება "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი

ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა 18 წლის ბიჭ­მა გვერ­დით გავ­ლი­სას უბ­რა­ლოდ მხა­რი გა­არ­ტყა ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, ამ მი­ზე­ზით მო­კი­და მას ხელი, შე­იყ­ვა­ნა ამ ბა­რის უკა­ნა სივ­რცე­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ოთხში და ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვის გა­რე­შე ხელ­თარ­სე­ბუ­ლი და­ნით სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ „რა­ტის ბარ­ში“ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა დაჭ­რი­ლი მი­ა­ტო­ვა და მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

"ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, უმო­ტი­ვოდ, ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე, "რა­ტის ბარ­ში" ყოფ­ნი­სას, მას შემ­დეგ, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა 18 წლის ბიჭ­მა გვერ­დით გავ­ლი­სას უბ­რა­ლოდ მხა­რი გა­არ­ტყა, ამ მი­ზე­ზით მო­კი­და მას ხელი, შე­იყ­ვა­ნა ამ ბა­რის უკა­ნა სივ­რცე­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ოთახ­ში და ხელ­თარ­სე­ბუ­ლი და­ნით სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, დაჭ­რი­ლი მი­ა­ტო­ვა იქვე, გა­მო­ვი­და, დაბ­რუნ­და თა­ვის სუფ­რას­თან. მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­თან, რო­მელ­საც ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულს შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის, უთხრა ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ი­მა­ლა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლის­ში, „რა­ტის ბარ­ში“ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ორი­ვე პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ერთ პირს ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით, ხოლო მე­ო­რეს - და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, 11 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 05:30 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე „რა­ტის ბარ­ში“, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულს და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და იცო­და, რომ ჩა­დე­ნი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.