loader

"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, 19 წლის ასაკში სასტიკი მკვლეობა აქვს ჩადენილი - 18 წლის ბიჭი ქუჩაში ავტომატით ჩაცხრილა - რას ყვება მოკლულის დედა ბრალდებულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, 19 წლის ასაკში სასტიკი მკვლეობა აქვს ჩადენილი - 18 წლის ბიჭი ქუჩაში ავტომატით ჩაცხრილა - რას ყვება მოკლულის დედა ბრალდებულზე

18 წლის ბი­ჭის, ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. და­ნა­შა­უ­ლი "რა­ტის ბარ­ში" ორი დღის წინ მოხ­და. ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ივა­ნე გიგ­ლე­მი­ა­ნი. სწო­რედ გიგ­ლე­მი­ან­მა მი­ა­ყე­ნა და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ახალ­გაზ­რდა ბიჭს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გიგ­ლე­მი­ა­ნის­თვის ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უცხო არ არის. 19 წლის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა მან სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა, მა­ში­ნაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, 18 წლის ბიჭი ქუ­ჩა­ში ხალ­ხის თვალ­წინ ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.ამ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლამ­დე თურ­მე მას ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და დაჭ­რი­ლი და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იყო. პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც მი­ე­მა­ტა ახალ სას­ჯელს, და­ე­მა­ტა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა შე­ნახ­ვა და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით 26 წელი მი­ე­სა­ჯა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ასე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა გიგ­ლე­მი­ან­მა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა მალე შეძ­ლო.

ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი და­წე­რა მომ­ხდა­რით აღ­შფო­თე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა დოდო მა­ი­სა­ძემ, სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის 18 წლის შვი­ლი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს 2008 წელს გიგ­ლე­მი­ან­მა.

Ambebi,ge ქალ­ბა­ტონ დო­დოს და­ვუ­კავ­შირ­დით. მას არ და­უ­მა­ლავ, რომ გა­უ­თა­ვებ­ლად იბ­რძო­და, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლი სა­კად­რი­სად დას­ჯი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას ვერ მი­აღ­წია.

დოდო მა­ი­სა­ძე:

"არ ვიცი აქვს კი სა­ერ­თოდ ახლა ამა­ზე სა­უ­ბარს აზრი. თქვენ არ იცით, რა დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, ჯერ მა­შინ, როცა ჩემი 18 წლის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი მო­მიკ­ლა და მერე მა­შინ, როცა მკვლე­ლი ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვი­და. სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, ვი­თხოვ­დი ჩემი შვი­ლის მკვლელს, ასეთ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვეს არ შე­ხე­ბო­და ამ­ნის­ტია. ინ­ტერ­ვი­უც მი­ვე­ცი ტე­ლე­ვი­ზი­ებს, მაგ­რამ არა­ვინ მო­ის­მი­ნა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და ასე­თი დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს ამ­ნის­ტი­ით. არა­და დღემ­დე სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. შვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე ისე და­ა­ვად­და, გუ­ლის ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ამ სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლით მოვ­დი­ვართ დღემ­დე და ახლა 15 აპ­რილს იყო ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მე­უღ­ლეს ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა. მძი­მეა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ მინ­და გა­ვა­ნერ­ვი­უ­ლო, მაგ­რამ როცა 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნად ისევ მის­მა გვარ­მა გა­იჟ­ღე­რა ისევ სა­შინ­ლად გან­ვი­ცა­დე და გან­მი­ახ­ლდა ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს გა­ნე­ლე­ბუ­ლა და სულ ჩემ­თან არის." განაგრძეთ კითხვა...