loader

"ნატო ბებოს კიდევ ერთი ულამაზესი სტატუსი მიანიჭა ნინამ - ნატო ბებო/ნათლია" - კადრები ნათლობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნატო ბებოს კიდევ ერთი ულამაზესი სტატუსი მიანიჭა ნინამ - ნატო ბებო/ნათლია" - კადრები ნათლობიდან

მომღერალმა გიორგი ჭოხონელიძემ და ანეტა ნიკურაძემ შვილი მონათლეს. ნათლობა ახლო ადამიანების წრეში შედგა. როგორც ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, შვილის ნათლია, ნინას ბებია, მუსიკოსი ნატო გელაშვილი გახდა.

„ესეც ასე, ჩვენი გოგო მოინათლა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გულით გვინდოდა, ძვირფასი, ერთგული და სიყვარულით სავსე ადამიანების ვიწრო წრეში. აი, ასე, უბრალოდ და საოცრად, ჩვენს ნატო ბებოს კიდევ ერთი ულამაზესი სტატუსი მიანიჭა ნინამ. ნატო ბებო/ნათლია სრულად დაუგეგმავად და მოულოდნელად, ასე ინება უფლის განგებამ. მე მჯერა ამ საოცარი, უსაზღვრო სიყვარულის კავშირის, რაც მათ აქვთ და ვისურვებდი ასეთივე მისაბაძი კაცთმოყვარე და საამაყო გოგო გაზრდილიყოს“, - წერს ანეტა ნიკურაძე.

ცნობისთვის, მომღერალ გიორგი ჭოხონელიძესა და მის მეორე ნახევარს, ანეტა ნიკურაძეს მეორე შვილი თებერვალში შეეძინათ. ქალიშვილს ნინა დაარქვეს, წყვილის უფროს ვაჟს კი ლუკა ჰქვია, ბიძის პატივსაცემად.