"თუ გადავადდება, კარგი იქნება" - რას ამბობენ მძღოლები სიახლეზე, რომელიც 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს
1-ელი ივნისიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით - ავტობუსით იქნება შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე აღნიშნული რეფორმა შეეხება ქალაქებს - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედების ვადებს, სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რეგულაციების ამოქმედების გადავადება.
საინტერესოა, რა ეტაპზეა რეფორმა და არის თუ არა მზად ავტობუსების პარკი. სახმელეთო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პროცესი არ დასრულებულა და შესაძლოა რეფორმის ეფექტურად მართვისთვის სხვა ალტერნატივა გამოიძებნოს.
გადაიდება თუ არა რეფორმის საბოლოო ეტაპი?
საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობენ ავდოსადგურ ოკრიბაში დასაქმებული პირები. როგორც აღმოჩნდა, რეფორმის გადადებაზე ინფორმაციას არ ფლობენ და მისი გადავადება მათვის ხელსაყრელია.