რა ხდება ამ წუთებში მტკვრის სანაპიროსთან? - კადრები ადგილიდან: მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა.
წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოიყვანეს.
შსს-ს ცნობიტ, ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.