"20-დან 25 წლამდე ასაკის არიან, სკოლის მეგობრები არიან... მანქანა დაეჯახათ" - რას ამბობენ ადგილზე მყოფები მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შესახებ?
თბილისში, ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა ღამით მოხდა. ავტომობილის ერთი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, ის საავადმყოფოში, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება. ავტომობილში მყოფი სამი მგზავრი ამ დრომდე არ უპოვიათ.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. იგეგმება მტკვრის დონის დაწევა.