მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა და ორი ცხედარი იპოვეს - "შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად მოვდივარ": ტრაგედიის ახალი დეტალები
მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი მანქანა და ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ასევე გრძელდება სამძებრო ღონისძიება მესამე მგზავრის ცხედრის მოსაძებნად.
ერთ-ერთი გარდაცვლილის უტა ელიავას და წერს, რომ მისი ძმის ცხედარი ნაპოვნია."მოვდივარ დაიკოო. შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად. როგორ გციოდა ღმერთმა იცის" - წერს ანკა ელიავა. რაც შეეხება მეორე ცხედარს, ჯერჯერობით უცნობია ის გიორგი შამუგიას ეკუთვნის თუ მესამე მგზავრს, რომელიც მათთან ერთად ტრაგედიის დროს იმყოფებოდა ავტომობილში.