რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერში? - "ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ" - მტკვარში 40 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვას ცხედარი იპოვეს
40 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა 24News.ge ავრცელებს. ცხედარი მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მის შიგნით მყოფი მგზავრების ძებნისას, აღმოაჩინეს.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის 40 დღის წინ დაკარგულ გარდაბნელ, 21 წლის აითაჯ მამედოვას.
აითაჯ მამედოვა 1-ელ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში ჩავარდა. აითაჯის ოჯახი აცხადებდა, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს აკეთებდა.
დაკარგული აითაჯ მამედოვას ბიძა იხსნებდა, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, წვეულებიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა. რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.