loader

რა ვიდეოს აქვეყნებს მტკვარში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის მეუღლე? - "მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეოს აქვეყნებს მტკვარში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის მეუღლე? - "მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი"

მდინარე მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამ დილით იპოვეს და წყლიდან უკვე ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრის ცხედარია ნანახი. სავარაუდოდ, ერთ-ერთი უტა ელიავაა. უტა დაოჯახებული იყო და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სოციალურ ქსელში უტა ელიავას მეუღლე წერს:

"უტი, ასე გაგვახარე შენი მოსვლით… აქ წერით ვიმშვიდებ გულს, უტი, მე შენ გელოდები.… შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა დამიბრუნდი. მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები.

მე შენ გარეშე ხომ იცი არ შემიძლია, უტი, გელოდები", - დაწერა სოციალურ ქსელში უტა ელიავას მეუღლემ, გვანცა გოროზიამ და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს მისი მოულოდნელი მისვლით როგორ გაახარა ოჯახი და მისი პატარები.

44-1747293615.jpg