ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.