loader

მამაკაცმა მეზობლები დაჭრა, დედა დაიღუპა, შვილი კი სიკვდილს გადაურჩა - პროკურატურა განცხადებას ავცრელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა მეზობლები დაჭრა, დედა დაიღუპა, შვილი კი სიკვდილს გადაურჩა - პროკურატურა განცხადებას ავცრელებს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით

დადგინდა, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით,

მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, განსაკუთრებული სისასტიკით ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად უმწეო მდგომარეობაში მყოფი დედა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შვილი დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ე’’, ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.