ვრცელდება უმძიმესი ვიდეო - 23 წლის ბლოგერი" TikTok-ზე "ლაივის" დროს მოკლეს
23 წლის მექსიკელი ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს მოკლეს.
მექსიკის პროკურორების ცნობით, გვადალახარაში მცხოვრებ ვალერია მარკესს მის სილამაზის სალონში პირდაპირი ეთერი მიჰყავდა, რა დროსაც მამაკაცი შევიდა და ქალს იარაღიდან ესროლა. გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მარკესი, ზაპოპანის გარეუბანში, საკუთარ სილამაზის სალონში, მაგიდასთან იჯდა, ხელში სათამაშო ცხოველი ეჭირა და პირდაპირ ეთერში საუბრობდა. რამდენიმე წამში მას სასიკვდილოდ ესროლეს. ჩანაწერი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც შეიარაღებულმა პირმა მისი ტელეფონი აიღო და პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელმა ქალს მოატყუა, რომ მისთვის საჩუქარი მიჰქონდა. განაგრძეთ კითხვა